ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

18:15, 08.11.2026

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. უზულის საერთაშორისო აეროპორტში ერდოღანს და მის მეუღლეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პირველი ლედი დახვდნენ. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ შუშაში გაიმართა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა ჯერ პირისპირ შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს. ერდოღანმა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მტკიცე მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა. ილჰამ ალიევმა ერდოღანს მადლობა გადაუხადა 44-დღიანი ყარაბაღის ომის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთიანობა მარადიული და ურყევია. აზერბაიჯანი ყარაბაღის ომში გამარჯვების დღეს აღნიშნავს.

მსგავსი