ისრაელის პრეზიდენტმა პარტია „იაშარის“ ხელმძღვანელს გადი ეიზენკოტს მთავრობის ფორმირება დაავალა

19:41, 08.11.2026

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა პარტია „იაშარის“ ხელმძღვანელს გადი ეიზენკოტს მთავრობის ფორმირება დაავალა.

„ველოდები, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რაც თქვენს შესაძლებლობებშია, რათა ჩამოაყალიბოთ მთავრობა, რომელიც მთელ ერს მოემსახურება“, – განაცხადა ჰერცოგმა ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე.

მანდატის გადაცემის შემდეგ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ეიზეკოტმაც.

„დღეს აქ ვდგავარ მოვალეობის ღრმა გრძნობითა და იმ მძიმე პასუხისმგებლობისა, თუ ტვირთის მკაფიო გააზრებით, რაც ჩემს მხრებს აწევს. ჩემ გვერდით და ჩემ თვალწინ დგას ისრაელის ყველა მოქალაქე. ისრაელი რთულ და გადამწყვეტ, საგანგებო ვითარებაში იმყოფება. საომარი ასპარეზები კვლავ ღიაა. ამავდროულად, ჩვენ მძიმე დიპლომატიური კრიზისის ეპიცენტრში ვართ. დღეს აქ მიღებული მანდატის საფუძველზე, ვიღებ ვალდებულებას, სათავეში ჩავუდგე ეროვნული საგანგებო მთავრობის ჩამოყალიბებას. ეს მოითხოვს შემოქმედებით და არასტანდარტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს. ისრაელს არ აქვს ფუფუნება, რომ დრო დაკარგოს ან უსასრულო საარჩევნო ციკლები გაიმეოროს“, – აღნიშნა გადი ეიზენკოტმა.

მსგავსი