საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერს, ჟან-ლუკ მელანშონს კრემლის გამხმოვანებელი უწოდა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერს, ჟან-ლუკ მელანშონს კრემლის გამხმოვანებელი უწოდა.
საფრანგეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჟან-ლუკ მელანშონმა კრემლის გამხმოვანებლის როლი შეასრულა, როდესაც წამოაყენა წინადადება, რომ დონბასის მოსახლეობის აზრი უნდა იკითხონ.
„ის უბრალოდ კრემლის გამხმოვანებლად იქცა. კრემლი მთელ მსოფლიოში ცდილობს, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები დაარწმუნოს, რომ დონბასი, არსებითად, რუსულია, ხოლო აგრესიული ომი — დონბასის განმათავისუფლებელი ომი“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.