თავდასხმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის დედაქალაქში ნავთობკომპანია „არამკოს“ შენობაზე თავდასხმა სცადეს, ნამსხვრევებმა მცირე დაზიანება გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი ან დაშავებულები არ არიან. თავდასხმის სამიზნე დედაქალაქში მდებარე „საუდი არამკოს“ ადმინისტრაციული შენობა იყო. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა სამი ბალისტიკური და ორი ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც ერ-რიადსა და სხვა რეგიონებისკენ გაუშვეს.