დონალდ ტრამპის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც სოციალური მედიაგიგანტების დაცვის შეზღუდვას ისახავს მიზნად. ჩვენ ეს უკვე მოგვბეზრდა, განაცხადა ტრამპმა. პრეზიდენტი კომპანიებთან საჯარო დავაში შევიდა და ისინი თავისუფალი სიტყვის ცენზურასა და მიკერძოებაში დაადანაშაულა.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სოციალური მედიის კომპანიებმა, როგორიცაა „ფეისბუქი“ და „ტვიტერი“, უარი უნდა თქვან კანონისგან იურიდიულ იმუნიტეტზე, თუკი თავიანთ პლატფორმებზე მომხმარებელთა შინაარსს შეცვლიან. ტრამპი ამტკიცებს, რომ „ტვიტერზე” ფაქტების შემოწმება კომპანიის „რედაქტორულ გადაწყვეტილებებს“ ნიშნავს.
„ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ დავიცვათ თავისუფალი სიტყვა ერთ-ერთი უდიდესი საფრთხისგან“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი დააკვირდება აღნიშნულ კანონმდებლობას სოციალური მედიის კომპანიების რეგულირებისთვის.
დონალდ ტრამპის ახალი ბრძანება, სავარაუდოდ, კომპანიებზე სამთავრობო რეგულაციებს გაზრდის და მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ღია იქნება. აშშ-ის პრეზიდენტის გაღიზიანება „ტვიტერის“ მიერ მისი ორი განცხადების ფაქტების შემოწმების მაჩვენებლით მონიშვნამ გამოიწვია. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რეგულაციები საჭიროა, რადგან კომპანიები ნეიტრალური ფორუმები აღარ არიან.