დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ივნისში სინგაპურში გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა ივნისში სინგაპურში გაიმართება. ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს. როგორც კორეელმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს, დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ივნისის შუა რიცხვებში შეხვდებიან ერთმანეთს.
შეხვედრის ადგილზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია და სავარაუდოდ, ისტორიული სამიტი სინგაპურში გაიმართება. მანამდე, თეთრ სახლში დონალდ ტრამპი სამხრეთ კორეის ლიდერს უმასპინძლებს.
მოლაპარაკებები მაისში არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ადგილად სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონას განიხილავს. ასევე, სახელდება მონღოლეთი და შვეიცარიაც.