დონალდ ტრამპი: ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციულ მოქმედებებს აღარ შეეგუება

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა და სავაჭრო ურთიერთობები იყო ტოკიოში აშშ-ის პრეზიდენტისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა.

პირველი აზიური ტურნეს ფარგლებში, იაპონიაში მყოფმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციულ მოქმედებებს აღარ შეეგუება და პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ვარიანტი განიხილება.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე თქვა, რომ იაპონიამ, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის რაკეტები ჩამოაგდოს და ამისთვის აშშ-ის მიერ მიწოდებულ სამხედრო აღჭურვილობას გამოიყენებს.

იაპონიამ და აშშ-მა დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად, ჩინეთთან და რუსეთთან ითანამშრომლებენ.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორმაც მიიღო.