დონალდ ტრამპი - შეთანხმება ჩრდილოეთ კორეასთან აუცილებლად შედგება

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მისი შეხვედრა მსოფლიოსთვის უდიდესი მიღწევა იქნება. მისი თქმით, ეს შეხვედრა მსოფლიოს დიდ წარმატებას მოუტანს.  „შეთანხმება ჩრდილოეთ კორეასთან აუცილებლად შედგება, რაც მსოფლიოსთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. დროს და ადგილს ახლო მომავალში დავთქვამთ.“ – დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ “თვითერში”.

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის წინ, მრჩევლებთან და მისი ადმინისტრაციის წევრებთან კონსულტაციის გამართვას არ გეგმავს. ეს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმაც დაადასტურა. ამ შეხვედრის ორგანიზებაში აქტიურად არის ჩართული სამხრეთ კორეის მთავრობა.