აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ ტრამპმა ჯორჯიის შტატში წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა. მან აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს არაკომპეტენტური უწოდა. ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ბაიდენია მიზეზი, რის გამოც, პუტინი ბირთვულ იარაღზე აქტიურად საუბრობს.