დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა. ის პეკინში ქვეყნის ლიდერს შეხვდება. ტრამპის აზიური ტურნეს დროს ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაჩერებაა. როგორც თავად ტრამპი ამბობს, ჩინეთის ლიდერთან ჩრდილოეთ კორეიდან მომავალ ბირთვულ საფრთხეზე ისაუბრებს. მანამდე ტრამპი სეულს სტუმრობდა, სადაც პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და მოკავშირე სამხრეთ კორეას მხარდაჭერა გამოუცხადა.