დომენიკ პარსელმა საქართველოში იმოგზაურა

ამერიკული  მაღალრეიტინგული ტელესერიალის „გაქცევა“ ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, დომენიკ პარსელმა საქართველოში იმოგზაურა.

პოპულარულ ავსტრალიელ მსახიობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. მარიამ ქვრივიშვილმა დომენიკ პარსელს თბილისის ისტორიული უბნები აჩვენა და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა.