დევნილობის სიმძიმე და ტკივილი, რომელსაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები წლებია ატარებენ – აფხაზეთიდან დევნილი შვიდი ქალი ახალი დოკუმენტური ფილმის გმირია, სახელწოდებით „სასტუმრო მეტალურგი“. რეჟისორების, გიორგი ვარსიმაშვილის და ჟან ნუშის ნამუშევარს საკმაოდ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
იმისთვის, რომ მაყურებლამდე სათქმელი სრულყოფილად მიეტანა, რეჟისორმა სანატორიუმში თითქმის ნახევარი წელი იცხოვრა. „სასტუმრო მეტალურგის“ პრემიერა უკვე არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა, საჯარო ჩვენებები კინოთეატრ „ამირანში“ კი 20 და 21 იანვარს შედგება.