დოკუმენტური ფილმი - „წყალს საზღვრები არ აქვს“

 ქართველი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი, რომელმაც არაერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ავტორი სრულმეტრაჟიან ფილმში ოკუპაციის მძიმე შედეგებს აჩვენებს. ძირითადი მოქმედებები საოკუპაციო ხაზის შედეგად ორად გაყოფილ „ენგურჰესთან“ ვითარდება.

ახალგაზრდა რეჟისორი ფილმზე ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. დოკუმენტური ფილმი ახლა მონტაჟის პროცესშია და მას ქართველი მაყურებელი, საერთაშორისო პრემიერის შემდეგ, 2022 წელს იხილავს.