ოთხ ცნობილ და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ქართველ მოჭადრაკე ქალს კიდევ უფრო ახლოს ამჯერად დოკუმენტური ფილმით გაიცნობთ.
ავსტრიაში მცხოვრებმა რეჟისორმა, თათია სხირტლაძემ ნონა გაფრინდაშვილზე, ნანა ალექსანდრიაზე, მაია ჩიბურდანიძესა და ნანა იოსელიანზე ფილმი გადაიღო სახელწოდებით „დიდება დედოფალს“. ნამუშევარი მოიცავს ლეგენდარულ მოჭადრაკეებთან სხვადასხვა დროს ჩაწერილ ინტერვიუებს და საინტერესო ფრაგმენტებს მათი ცხოვრებიდან. ცხრა იანვარს დოკუმენტურ ფილმს ქართველი მაყურებელი ონლაინ-ფორმატში პირველად ნახავს.