სამი ქვეყნის დოკუმენტური ფილმები ერთ სივრცეში – „სინედოკ თბილისი“ გაიხსნა. ნამუშევრების სატელევიზიო ჩვენება საქართველოს პირველი არხის ეთერში უკვე მიმდინარეობს, საკონკურსო ჩვენებები კი 21 აგვისტოდან დაიწყება.
პანდემიის გამო, საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინრეჟიმში ჩაივლის. ნამუშევრები ფესტივალის ვებგვერდზე იქნება წარმოდგენილი.