დოკუმენტები ტრამპის რეზიდენციიდან

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებს ჩხრეკის ჩატარების უფლება მისცა. ოპერაციას ურთიერთსაპირისპირო რეაქციები მოყვა საზოგადოებაში. თავად, ტრამპი თვლის, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და სამართალდამცველებს მის რეზიდენციაში შესვლის უფლება არ ჰქონდათ.