თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დოღი გაიმართა. მასში მონაწილეობა ხუთი რეგიონის 20-მდე ცხენოსანმა მიიღო. პირველი ადგილი კი პანკისის წარმომადგენელმა, 20 წლის ადამ გაურგაშვილმა დაიკავა. ღონისძიება საქართველოს მეცხენეობის, დისტანციური დოღისა და საცხენოსნო ფედერაციის ორგანიზებით, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდა.