ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში დოდო აბაშიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც მსახიობის 100 წლისთავს ეძღვნება, მისმა შვილმა, ხელნაწერთა ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ „მაგთიკომის“ ხელშეწყობით გამოსცა. წიგნი დოდო აბაშიძისა და მისი მშობლების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოგვითხრობს. მასში თავმოყრილია ფოტომასალა, ბიოგრაფიული ცნობები, წერილები და მოგონებები. ღონისძიებას მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.