დნიპროს ტრაგედია - არესტოვიჩი გადადგა

ქალაქ დნიპროში მომხდარ აფეთქებაზე გაკეთებული განცხადება უკრაინელ მაღალჩინოსანს თანამდებობის დატოვების ფასად დაუჯდა.

ალექსეი არესტოვიჩმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის პოსტი დატოვა და ბოდიშიც მოიხადა. რეზონანსული განცხადებებით ცნობილი არსეტოვიჩი ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებში მწვავე კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც დნიპროს მრავალსართულიანი კორპუსის დაბომბვის შემდეგ თქვა, რომ რუსული რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ამ სკანდალური განცხადების შემდეგ უკრაინის შესაბამისი უწყებების მხრიდან არაერთი განმარტება გაკეთდა. ვნებათაღელვა არც გადადგომის შემდეგ ჩამცხრალა: რადას დეპუტატების ნაწილი უკვე ყოფილ უკრაინელ მაღალჩინოსანს სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს.