დმიტრო კულებას ინტერვიუ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესს რომელიმე სხვა ქვეყნის ომს არ შეადარებს. კულებამ მოუწოდა უკრაინელებს, მზად იყვნენ, რომ ომის მოგებას დრო დასჭირდება. კულებას თქმით, სამხედრო აგრესიის დასაწყისში, პირველივე კვირას უკრაინელების მიერ გამოჩენილი წინააღმდეგობის შემდეგ, მსოფლიო ლიდერებმა უკრაინელი ხალხის ირწმუნეს. მანამდე კი მსოფლიოში თვლიდნენ, რომ უკრაინა რუსეთის ზეწოლას ამდენი დღის განმავლობაში ვერ გაუძლებდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ ცდებოდა მაშინ, როდესაც ფიქრობდა, რომ მოსკოვი ომს შეწყვეტდა, როცა რუსეთის მსხვერპლის რიცხვი 10 ათასს გადასცდებოდა. კულებას თქმით, პუტინს სხვების სიცოცხლე არ ადარდებს.