უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება. ამის შესახებ განცხადება დმიტრო კულებამ კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ კამბოჯაში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მასთან შეხვედრა არ უთხოვია.
კულებამ მოუწოდა სამიტის მონაწილეებს, დაგმონ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ასევე არ მისცენ უფლება მოსკოვს, მსოფლიო ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლით დააშანტაჟოს. მისივე თქმით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება უნდა დარჩეს ძალაში მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბრძოლის ველზე.