დმიტრო კულება ხვალ სერგეი ლავროვს შეხვდება

მსოფლიო ხვალინდელ მოლაპარაკებას ელოდება.

უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ანტალიაში შეხვდებიან. შეხვედრა დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში იგეგმება, ინიციატორი კი თურქეთია. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებების პირველ პირთა პირველი კომუნიკაცია იქნება. მოლოდინები არაერთგვაროვანია. ოფიციალური კიევი რუსეთის სამივე მოთხოვნას ულტიმატუმად აცხადებს. მოლაპარაკებების სამ რაუნდზე, რომლებიც უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ბოლო ერთ კვირაში გაიმართა, მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მთავარ პირობად უკრაინის უბლოკო სტატუსს, ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობას და ლუგანსკის და დონეცკის ოლქების აღიარებას აყენებს.

„მოამბე“ ანტალიაში მუშაობს, – სალომე ქოქიაშვილი გააშუქებს ხვალინდელ შეხვედრას.