დმანისის გადარჩენის ფონდი აუქციონზე მოგებული მიწის ნაკვეთის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას ითხოვს

აუქციონზე მოგებული 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შესახებ, რომელიც დმანისში მდებარეობს, დეტალური ინფორმაციის მიღებას სახელმწიფო უწყებებისგან ითხოვს დმანისის გადარჩენის ფონდი. საგანგებო ბრიფინგი დღეს გიორგი ვაშაძემ გამართა და ფინანსთა, ეკონომიკის, იუსტიციის და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მიმართა – უმოკლეს ვადაში მიაწოდონ კომიტეტს დეტალური ინფორმაცია ნაკვეთის ლიცენზიის, მისი ღირებულების, ნიადაგის მდგომარეობის და ტერიტორიის წითელი ხაზების შესახებ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშაძის განცხადებით, ხელშეკრულებაში აღნიშნული 45-დღიანი ვადა დაირღვევა და ხელშეკრულების გაფორმება გაჭიანურდება. შეგახსენებთ რომ, 20 მარტს, საყდრისის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, აუქციონის წესით, საყდრისის გადარჩენის ფონდმა შეიძინა, რომელიც 14 პარტიისგან შედგება.