თბილისში ჟვანიას მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო განცალკევებული საავტობუსო ზოლები, გაფართოვდა და კეთილმოეწყო გაჩერებები. ასევე პროექტის მიხედვით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა ისაკაძისა და ონიაშვილის ქუჩებზე.