აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივით, ცნობილი ჟურნალისტის, აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის, ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ჟურნალისტური პრემიის გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ ოთხ კატეგორიაში გამოავლინა. ალექსანდრე ბერულავას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ის იყო აფხაზეთში ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს. ყოველწლიური პრემიის დაჯილდოება წელს პირველად გაიმართა, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს.