5-6 ივლისის მოვლენების საქმე და მორიგი სასამართლო პროცესი. საუბარია, პირველი არხის ოპერატორ, ილია თვალიაშვილზე და სხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე. სხდომაზე ბრალდების მხარის ათი მოწმე დაიკითხა, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. შეგახსენებთ, სასამართლო 5-6 ივლისის საქმეს რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს.