მედიაზე ძალადობის საქმე დასკვნით ეტაპზეა. საუბარია ეპიზოდზე, რომელზეც საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, ილია თვალიაშვილი და კიდევ სამი ჟურნალისტია დაზარალებული. ბრალდებულია შვიდი პირი. პროკურატურა დღეს წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას. დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას, დევნას, ძალადობით ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.