5-6 ივლისის მოვლენების საქმეზე პირველის არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი და ჟურნალისტი ანი ფაცია დაიკითხნენ. საუბარია, მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. მომხდარზე სამართალწარმოება რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობს. ჩვენი კოლეგების გამოკითხვა უკვე დასრულდა.