„მოამბის“ ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი წარუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებულ დევნას, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.
სამართალდამცველებმა გიორგი წარუაშვილი 22 ივლისს დააკავეს.