პროფესიის ერთგულებისთვის ჟურნალისტები დღეს სხვადასხვა ჯილდოთი გამოარჩიეს.
ტელევიზიაში, რადიოსა და პრესაში ხანგრძლივი მუშაობისთვის 35 ჟურნალსტი შეირჩა. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭა ჟურნალისტს აფხაზეთიდან დოდო ნარმანიას. მედიის წარმომადგენლებს ნიკო ნიკოლაძის უმაღლესი და სერგეი მესხის სახელობის ჯილდოებიც გადაეცათ.
დამსახურებული ჟურნალისტის წოდება პირველი არხის გადაცემის, – „ჩვენი ფერმას,“ – პროდიუსერს, თამარ ბოლქვაძესაც მიენიჭა.