„ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად“- დიტო ცინცაძის ფონდი ხუთი წლის გახდა
„ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად“- დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ხუთი წლის გახდა. საიუბილეო ღონისძიება დღეს გაიმართება, სადაც ჟურნალისტები ფონდის ხუთი წლის საქმიანობას შეაჯამებენ. ღონისძიების დასასრულს მოეწყობა საქველმოქმედო აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნება 12 ლოტი. შემოსული თანხა ფონდის 12 შვილობილის მკურნალობას მოხმარდება. 2013 წლიდან დღემდე, ფონდი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის 282 ბავშვს დაეხმარა.