ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს დღეს დაკრძალავენ

ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს, მეგობრებისა და კოლეგებისათვის ჯაკოს, დღეს დაკრძალავენ.

ამ წუთებში ქაშვეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მეგობრები, კოლეგები, ახლობლები თუ რიგითი მოქალაქეები, ლევანს პატივს კიდევ ერთხელ მიაგებენ.

გამოსვენების ცერემონიალი 3 საათზე დაიწყება.

ლევან ჩხაიძეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. დღევანდელი დღე მის ოჯახთან ერთად, ლევანის კოლეგებისათვის განსაკუთრებით მძიმეა.