მხარეებს ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების სასწრაფოდ შეჩერებისკენ მოუწოდებს ჯოზეფ ბორელი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განმარტავს, რომ ასე ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა შესაძლებელი გახდება. ამასთან, ბორელი აღნიშნავს, რომ ღაზა სრულად იზოლირებული და ჩაკეტილია, ეს ქმედება კი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება.