ჟოზეფ ბორელის განცხადება

„ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან“, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ზრდის გარე საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობებს. ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთი და ევროპული უსაფრთხოება იყო. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე ევროკავშირის სახელით უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მოსკოვი გააფრთხილა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას მოჰყვება სერიოზული შედეგები.