ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. ის გმობს ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს და მწუხარებას გამოთქვამს მოქალაქეების დაღუპვის გამო, ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს ყაზახეთს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში. ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ასევე ხაზს უსვამს, რომ გარე ძალებმა პატივი უნდა სცენ ყაზახეთის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ჟოზეფ ბორელი ასევე მოუწოდებს ყაზახეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს თავისი მოქალაქეების ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას.