ჟოზეფ ბორელის განცხადება

შეთანხმების პერსპექტივის ზრდის ფონზე პოზიტიურია საერთაშორისო გზავნილები.

ოპტიმისტური მოლოდინი აქვს ევროკავშირს, რომელმაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პირველი მარტიდან პროცესის მედიაცია იტვირთა. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დოკუმენტის ხელმოსაწერად „ქართული ოცნების“ მზაობას მიესალმება და ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდებს სხვა პარტიებსაც. ჯოზეფ ბორელი ხაზს უსვამს, რომ შეთანხმების მისაღწევად ახლა დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აქტუალობას არ კარგავს ევროპარლამენტარების დღის წესრიგშიც – ბრიუსელი შეთანხმების მოლოდინშია.