ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. ჟოზეფ ბორელის განცხადებით, დროა, პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში აჩვენონ ლიდერობა და შესაძლებელი გახადონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა.
ევროკომისარი საუბრობს რეფორმებზე, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, მათ შორის მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმა, რაც, ჟოზეფ ბორელის თქმით, პარლამენტის მუშაობის გარეშე შეუძლებელი იქნება. ეს განცხადება ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს.