ბარსელონაში მოგზაურობისას გაუდის შემდეგ ყველაზე პოპულარული ადგილი ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის, ჟოან მიროს ცენტრია. ამ ფონდში მოხვედრილები მიროს ნამუშევრების უდიდეს ნაწილს – კერამიკას, ფერწერას, სკულპტურასა თუ თეატრის დეკორაციას აღმოაჩენთ. კრიტიკოსების ნაწილი მიროს ნამუშევრებს ცალსახად სიურრეალიზმს მიაკუთვნებს, თუმცა მხატვარს პირველ პერიოდში ძალიან ბევრი მიმდინარეობის გავლენა ჰქონდა, მათ შორის კუბიზმის. ტილოზე გადატანილი შიმშილი, ჰალუცინაციები, იზოლაცია და ომი.
გაბრიელ ნაპოლეონეს და ლუკა ჩხაიძის რეპორტაჟი ჟოან მიროს ცენტრიდან.