ჟიული შარტავას ქუჩის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები

თბილისის მერია ჟიული შარტავას ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, განაცხადა, პროექტის ფარგლებში, სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად შეიცვლება და ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, ასევე, გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარები, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

შარტავას ქუჩაზე გარე განათების ბოძებიც შეიცვლება და ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათებები დამონტაჟდება.