მსოფლიო და საქართველო ჟესტური ენის საერთაშორისო კვირეულს აღნიშნავს. როგორ ცხოვრობენ და რა პრობლემები აქვთ სმენადაქვეითებულ პირებს ჩვენს ქვეყანაში – მთავარი გამოწვევა ჟესტური ენის სპეციალისტთა არასაკმარისი რაოდენობაა, რაც სხვადასხვა მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს აფერხებს.
მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოს პირველი არხი და „პირველი არხი – განათლება“ სმენადაქვეითებულებს სხვადასხვა გადაცემას სურდო თარგმანით სთავაზობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სურვილია, ჟესტურ ენაზე სხვა შემეცნებითი გადაცემებიც ითარგმნოს და მათი საჭიროებები სხვა ტელევიზიებშიც იყოს გათვალისწინებული.
მარიამ აფციაური გიამბობთ.