პრემიერ-მინისტრი „ტელესკოლის“ შესახებ

„ტელესკოლა“ არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ასე პოპულარულია და მეც ბავშვობა გამახსენა – ამის შესახებ პრემიერმა პლენარულ სესიაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა „პირველი არხი – განათლების“ პროექტს და მის მნიშვნელობასა და ეფექტურობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე მისი თქმით, განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა, თუმცა ეს მარტივი პროცესი არ იყო.

დატოვე კომენტარი