ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი

ნატო-საქართველოს ურთიერთობა და რუსეთის კრიტიკა. ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ოფიციალურმა მოსკოვმა ის საკითხი განიხილა, რომელსაც ფორმატი არ ითვალისწინებს.

რუსეთი პროვოკაციულად მიიჩნევს ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე,- ამის შესახებ წერია ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებაში.