ჟენევაში, გაერო-ს ოფისში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი მიმდინარეობს.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე და მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემაა.
ქართული მხარე შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯის საკითხს დააყენებს.
საქართველო ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობაზეც ისაუბრებს.