ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება.
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი პატიმრის საკითხი ჟენევის მოლაპარაკებათა დღევანდელ რაუნდზე დღის წესრიგის მთავარი თემა იყო, თუმცა პროგრესი არ არის – გახელაძის საქმეზე ევროკავშირის წარმომადგენლის დღევანდელი მკაფიო მოწოდების მიუხედავად, მოსკოვი პოზიციას არ ცვლის და საკითხის განსახილველად ქართულ მხარეს საოკუპაციო რეჟიმთან ამისამართებს. ლავროვის მოადგილის განცხადება ცინიკური იყო მაშინაც, როცა მედიამ რუდენკოს სტრასბურგის სასამართლოს იანვრის ცნობილი გადაწყვეტილება შეახსენა, რომლის მიხედვით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებლად სწორედ რუსეთს მიიჩნევს. დღევანდელ რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ საოკუპაციო რეჟიმების კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის და დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზების გამოყენების შედეგად უკვე ხუთი ადამიანია დაღუპული.
სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს თითქმის რვასაათიანი რაუნდის შედეგებს.