საქართაველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ურთულესი ჰუმანიტარული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება, – ეს არის მთავარი საკითხები, რაზეც უკვე რამდენიმე საათია, ჟენევის მოლაპარაკებების 52-ე რაუნდზე მსჯელობენ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი დაადგინა, ჟენევაში ეს პირველი შეხვედრაა.