არჩილ ტატუნაშვილის საქმის შემდეგ, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შესაძლო შეცვლის საკითხი დღის წესრიგში დგება.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პირადად ჩაერთოს დისკუსიაში დღეს პირველად ეხმაურებიან მოსკოვიდან. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მოსკოვი მზად არის, წავიდეს იმდენად წინ, რამდენადაც ამისთვის მზად არის თბილისი.
ჟენევის ფორმატის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ მთავრობის წევრებიც. თუმცა, ინიციატივას ნეგატიური რეაქციებით ხვდებიან ოპოზიციაში.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მას მერე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და დევნილთა საკითხების განსახილველად შვეიცარიაში შეხვედრები წელიწადში ოთხჯერ ტარდება.
ანა ბროლაძე არკვევდა, შეიცვლება თუ არა დისკუსიებში მონაწილეთა შემადგენლობა.