არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება იქნება ის საკითხი, რასაც ჟენევაში ვიზიტისას საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხება. მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, გაეროს გენერალურ მდივანთან და სხვა მაღალი დონის შეხვედრებზე საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე გაამახვილებს ყურადღებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ფაქტზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს. საუბარი შეეხება ასევე საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გადადგმულ ნაბიჯებს.