გერმანელი გარემოსდამცველები მიესალმებიან ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც დიზელისძრავიანი ძველი ავტომობილების აკრძალვას ითვალისწინებს.
ჰაერის დაბინძურების გამო, გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა შტუტგარტის და დიუსელდორფის სასამართლოებში საჩივარი შეიტანეს. სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა გადაწყვეტილება მოგვიანებით ხელისუფლებამ გაასაჩივრა.
მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ფედერალურმა სასამართლომ შეზღუდვები დასაშვებად მიიჩნია. გერმანიასთან ერთად დიზელისძრავიან ავტომობილებზე შეზღუდვა, შესაძლოა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც შემოიღონ.
გივი ბარამიძე თემის დეტალებით.