მსოფლიო მოდა კენზოს გარეშე – ცნობილი დიზაინერი კორონავირუსმა იმსხვერპლა.
81 წლის კენზო ტაკადა პარიზში მის მიერ დაფუძნებულ ბრენდს წლების განმავლობაში მართავდა. შექმნა არაერთი ცნობილი კოლექცია, რომლებსაც ორიგინალურ და კრეატიულ ჩვენებებზე წარადგენდა. ამბობდა, რომ ჯუნგლების თემატიკა მისი შთაგონების წყარო იყო. ყველასგან გამორჩეული სტილის მქონე დიზაინერი მოდის ინდუსტრიის სიმბოლოდ იქცა.
კენზო ტაკადა მოდის ინდუსტრიით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა იაპონიიდან საფრანგეთში გამგზავრება, სადაც მალევე საკუთარი ბრენდი „ჯანგლ ჯეფი“ დაარსა და მას მოგვიანებით „კენზო“ უწოდა.
ყველასთვის კარგად ცნობილმა დიზაინერმა „კენზოს“ საკუთარი ცხოვრების 50 წელი მიუძღვნა.