შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვისა და ქალთა უფლებების გაძლიერების საკითხებზე მსჯელობენ.
შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში ეს რიგით მეორე საჯარო შეხვედრაა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი დაინტერესებულ მხარეებთან განიხილავს კოდექსში შესატან ცვლილებებს.
დისკუსიის მთავარი თემა შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა და ქალთა უფლებების გაძლიერება, ასევე, დეკრეტული შვებულების ახლებური რეგულირებაა.
საჯარო შეხვედრების მიზანია, რომ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდეს მხარეთა ფართო მონაწილეობით, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების აქტიური ჩართულობით, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდეს პოზიციები და მიღებულ იქნას კომპრომისული, პროგრესზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.